|
2018-12-08 16:37:30, 836 ნახვა
რეგიონი
სტამბოლში წიგნის „აფხაზი არისტოკრატებიდან ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა
სტამბოლში, ნაზიმ ჰიკმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატებიდან ემიგრაციაში,, პრეზენტაცია გაიმართა. საღამო მისასალმებელი სიტყვით სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი. საღამოზე მოწვეული იყვნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები. საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია. წიგნი დაწერილია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიებს. წიგნში ნაჩვენებია აფხაზ არისტოკრატთა და სწავლულთა სოციალური და კულტურული როლი საქართველოსა და მისი ერთ-ერთი მხარის – აფხაზეთის ყოფაში, ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის დიდი ნაწილის ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერება, მათი მცდელობა ქართველ ემიგრანტებთან ერთად წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან). ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი არისტოკრატების და მათი ოჯახების ფოტოები. გაიმართა ფილმიდან ,,უფროსობის გმირი,, ნაწყვეტის ჩვენება. ფილმი აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. ღონისძიების ბოლოს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის „იბერია“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამოს დასასრულს სიტყვით გამოვიდა წიგნის ავტორი ნატო მარშანია, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)