00:17 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 12:27:58, 638 ნახვა

რეგიონი
თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

7 დეკემბერს, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ ვაკანსიებს მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო-ფარმაცევტულ, ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია თბილისსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს. მათ სახლიდან ონლაინ, ან ფორუმის მსვლელობის პროცესში საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსით უკვე 3000-მდე პირმა ისარგებლა. მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც მიგვანიშნებს რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

დასაქმების ფორუმი ამარტივებს წვდომას ვაკანსიებზე და ეფექტური საშუალებაა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის  დისბალანსის აღმოფხვრა; დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში.

2018 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამონაწილეობით და ორგანიზებით  თელავის ფორუმის ჩათვლით ჩატარდა 12 დასაქმების ფორუმი. ქალაქ თბილისში: ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რიონებში, ასევე ჩატარდა რეგიონებში: ბათუმის, თეთრიწყაროს და რუსთავის დასაქმების ფორუმები.

მისამართი: კახეთი, ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. N1 (თელავის ისტორიული მუზეუმი). რეგიონალური ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ფორუმი 13:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics