23:58 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 13:05:21, 838 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს ხანძრით დაზარალებული 48 ოჯახისთვის 377 042 ლარი კომპენსაცია გასცა

მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ პერიოდში ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა.  მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის  სხდომაზე განიხილეს.

„სამწუხაროდ ხანძარმა ხუთივე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ჩვენ თითოეულ მათგანს დადგენილებით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას - 10 000 ლარს გამოვუყოფთ. კომისიის რეკომენდაციით, ჯამში  50 000 ლარი გაიცემა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ჭახაურში მცხოვრებ ოჯახს, სადაც ტრაგედია დატრიალდა, დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამაც გაუწია“, - აღნიშნა შერეული სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, ზაალ მიქელაძემ.

ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 377042 ლარი გაიცა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics