|
2018-12-04 11:20:29, 736 ნახვა
რეგიონი
იმირასანის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქვემო ქართლში 2600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პროექტის ფარგლებში, მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით, დამონტაჟდება ლითონის გისოსები. რეაბილიტირდება იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი. არსებული გრუნტის არხი მოპირკეთდება ბეტონით. სამუშაოები 2 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მიწის ტრაპეციული არხი, რომელიც სოფელ ჭაპალას მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის, შეიცვლება ბეტონის მართკუთხა ფორმის არხით. არხზე ასევე, მოეწყობა წყალაღების კვანძი, წყალაღების კვანძი შემტბორავით, გამანაწილებელი ჭა, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. საქართველოს მელიორაციამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის მხარეში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაცო პროექტი განახორციელა, რომლის შედეგად, დამატებით 23 473 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდა წყალუზრუნველყოფილი, ხოლო წყლის მიწოდება 22 517 ჰექტარზე გაუმჯობესდა.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)