|
2018-11-30 14:20:13, 558 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქედაში მთავრობის გასვლით სხდომაზე არჩევნები შეაჯამა
28 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მეთაურობით, აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ქედაში გაიმართა. მთავრობის გაფართოებულ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად აჭარის მუნიციპალიტეტების და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებით დაიწყო და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ რეგიონში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას გაუსვა ხაზი. „პირველ რიგში ეს იყო კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, ევროპული მისწრაფებების გზაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს. მათი თავისუფალი ნების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ძალიან წარმატებული არჩევნები, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისი თქმით, ქედის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით გამოირჩეოდა მაღალი აქტივობით, ხოლო სალომე ზურაბიშვილს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქვს დამაჯერებელი გამარჯვება. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აჭარის მოსახლეობას მოქალაქეობრივი ვალის მტკიცედ შესრულებისთვის და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. "გაკეთებულია ადეკვატური დასკვნები და მთლიანად გუნდი, ხელისუფლება მზად არის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ჩვენი მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილად. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანაბარი პირობები სოფლად და ქალაქად. სწორედ ამიტომ, არცერთ საჯარო მოხელეს, არცერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა, უყურადღებობა და პირადად გავაკონტროლებ რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ყურადღება და მიღებული იყოს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები". აჭარის მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
(NS)
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)