|
2018-11-21 11:40:59, 566 ნახვა
რეგიონი
გიორგი ხანიშვილი გურიაში ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე გურიის გუბერნატორთან, ზურაბ ნასარაიასთან და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და რეგიონში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ყველა მხარდამჭერი ღონისძიება გათვლილია დარგის განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს, კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიანი ფინანსური რესურსი, რომლის ფარგლებშიც 15 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტი. რის შედეგადაც, ამოქმედდა 180 ახალი და გადაიარაღდა 880 საწარმო. კერძოდ გურიის რეგიონში, დღეის მდგომარეობით, გაცემულია 200-ზე მეტი სესხი, რომელიც მესაქონლეობის, მებაღეობის, მეთევზეობის და მეფუტკრეობის განვითარებას ხმარდება. სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილია 7 ახალი და გაფართოებულია 7 საწარმო. შექმნილია ჩაის, ხილის და თხილის გადამმუშავებელი საწარმოები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაა. სახელმწიფოს მიერ ფერმერების აქტიური ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი მიზანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გურიის რეგიონში თერმული ნისლით დამუშავდა 139 350 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით - 17 629 ჰა, 7030,7 ჰა -სატრაქტორე და 600 ჰა სამანქანე აგრეგატით. გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას განცხადებით, ფაროსანასთან ბრძოლა მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება. „ფერმერებს გავაცანით ის ღონისძიებები რაც იგეგმება, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ვესაუბრეთ იმ დეტალებზე, თუ რა პერიოდულობით უნდა მოხდეს კონკრეტული კულტურების, ჯიშების მოვლა-პატრონობა, რათა მოსავალი გვქონდეს კარგი“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ყურადღება რეგიონის ეკონომიკური განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის პროექტებში ადგილობრივების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა. „გურიაში სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სამუშაოები გასატარებელი, რათა არსებული ეკონომიკური პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტებში, შედეგად კი, რეგიონის ეკონომიკური აქტივობა გავზარდოთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
(NS)
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)