23:22 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 16:41:09, 803 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

150-მდე წარმომადგენელს მიმდინარე პროექტების შეფასება და სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მან ყურადღება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ ჰოსპიტალურ კონცეფციაზე გაამახვილა, რაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ეტალონური კლინიკის სახელმწიფო მართვაში გადასვლასა და სახელმწიფოს ინვესტიციით მათ ჰოსპიტალურ განვითარებას გულისხმობს.

დავით სერგეენკომ მოხსენებისას საყოველთაო ჯანდაცვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებიც გამოჰყო.  ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვის შემდეგ კი, აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და დამსწრეთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლამარა კალანდარიშვილს მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება გადასცა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics