|
2018-11-14 12:12:54, 682 ნახვა
რეგიონი
კავკასიური წაბლა ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოძიება-აღდგენა დაიწყო
ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარება“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. FAO-ს ევროპელმა ტრენერებმა მეცხოველეობის სპეციალისტებს მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშობრიობის დადგენის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს. პროექტი კავკასიური წაბლა ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოძიებას, მისი გენეტიკური ნიმუშების აღებას და ჯიშის შესწავლას გულისხმობს. პროექტის პირველ ეტაპზე მეცხოველობის სპეციალისტები ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, დმანისის, წალკისა და დედოფლისწყაროს ფერმებს დაათვალიერებენ, სადაც კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვი ტრადიციულად იყო გავრცელებული. პირუტყვის ჯიშობრიობის დადგენის მიზნით მოხდება გენეტიკურ ნიმუშების და განაზომების აღება და ფერმერებთან ერთად კითხვარების შევსება. პროექტის მიზანი აბორიგენული ჯიშების აღდგენა და მაღალპროდუქტიული პირუტყვის წარმოებაა. საქართველოში აღებული გენეტიკური ნიმუშები ავსტრიის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, სადაც ასევე დადგინდება რამდენად აქვთ კავკასიურ, სომხურ და უკრაინულ ჯიშებს ერთმანეთთან ნათესაური კავშირი და შესაძლებელია თუ არა, ჯიშის გაუმჯობესების მიზნით, მათი შეჯვარება. მიღებული ანალიზების შედეგად მსხვილფეხა პირუტყვის მონაცემებზე შეიქმნება კატალოგი, სადაც მის პროდუქტიულობაზე და ჯიშის მახასიათებლებზე სრული ინფორმაცია განთავსდება. პროექტი „აღმოსავლეთ ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარება“ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ერთობლივად მიმდინარეობს.
(NS)
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)