|
2018-11-09 15:53:02, 860 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტულ მარშრუტებზე ინგლისური ენის შესწავლა გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მთიან აჭარაში ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგ-კურსის მეორე ეტაპი დაიწყო. ამჯერად, ტურისტებთან მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის კურსს კურორტ „გოდერძი“-სა და სოფელ სახალვაშოში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები გადიან. ერთთვიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები საბაზისო, საკომუნიკაციო ინგლისურს შეისწავლიან, რომელსაც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას გამოიყენებენ. პროექტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, გარდა ტრენინგ-კურსისა მონაწილეებისთვის ასევე, მოამზადა სასწავლო ვიდეორგოლები, რომელშიც ტურისტის მიღება, ტურისტული სერვისების შეთავაზება, განთავსება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარმოდგენილი. აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე დაურიგდა კურორტ გოდერძის საოჯახო-სასტუმრო სახლებს. მისი გავრცელება ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში ტურისტებმა იმოგზაურონ კომფორტულად. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მათთვის ტურისტული სერვისების შეთავაზებაა. ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მთაში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს ის ძირითადი საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც მათსა და ტურისტებს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს. პირველ ეტაპზე, ჩვენ შერჩეული გვქონდა კურორტი გოდერძი, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათთვის განსაკუთრებით აუცილებელია მარტივი საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა. მეორე ეტაპზე უკვე კურორტ გოდერძისთან ერთად შევარჩიეთ სოფელი სახალვაშო, სადაც გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მთავარი პლატფორმა მდებარეობს. იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები ევროპელ ტურისტებს 2012 წლიდან მასპინძლობენ და მათთვისაც ინგლისურის ცოდნა აუცილებელია. სამომავლოდ პროექტის გაგრძელებას ჩვენ სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპალიტეტებშიც ვგეგმავთ,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. დეპარტამენტი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ანხორციელებს. ჯამში, 2012 წლიდან დღემდე დეპარტარტამენტმა რეგიონში 2350-ზე მეტ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირს ჩაუტარა სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები.
(NS)
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)