|
2018-11-06 18:51:25, 774 ნახვა
რეგიონი
ბათუმს თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი ექნება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ოთხსართულიანი შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის. „უახლოეს მომავალში დასრულდება როგორც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსის, ისე სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, აქ მაცხოვრებელი სტუდენტები კმაყოფილები დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმს, რომელსაც აქვს ჯანსაღი პრეტენზია იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება გათვლილი ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებზე," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი. ასევე, სტუდენტთა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მთავრობის ბიუჯეტიდან 2 660 543 ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 30-მდე აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი და ტექნოპარკი. ახალი საცხოვრებელი, ისევე როგორც ახალი სასწავლო კორპუსი ხელს შუწყობს სტუდენტთა სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)