|
2018-11-02 19:17:04, 739 ნახვა
რეგიონი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი „FGS RHEIN” (გერმანია), ხომალდები: “TCG ERDEMLI” (თურქეთის რესპუბლიკა), “BRG STIBAR” (ბულგარეთი), ”ROS DIMITRIE NICOLESCUE” (რუმინეთი) და „SPS TURIA” (ესპანეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს II რანგის კაპიტანი, ფრანკ მაგინსკი ხელმძღვანელობს. ბათუმის ნავმისადგომში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - თემურ კეკელიძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა - როსარია პულისმა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) მეთაურმა - II რანგის კაპიტანმა ფრანკ მაგინსკიმ ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის და შენაერთის საქართველოში ვიზიტის საკითხები ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. პრესკონფერენციის შემდეგ, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხელმძღვანელმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს საფლაგმანო ხომალდზე - „FGS RHEIN“ უმასპინძლა და შენაერთის გემების მეთაურები წარუდგინა. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან, ისინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მეხუთედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. ნატოს დღის წესრიგში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვარშავის სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ალიანსმა შავ ზღვაზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დინამიურად ვითარდება და ამ მიმართულებით სანაპირო დაცვას მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული. შავ ზღვაზე ნატოს ეგიდით წარმოებულ საზღვაო ოპერაციებსა და ორგანიზებულ საერთაშორისო სწავლებებში სანაპირო დაცვის აქტიური ჩართულობა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში 2014 წლიდან, მეკავშირე ოფიცრის სახით, წარგზავნილია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. დაგეგმილია ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ჩართვა, რათა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
(NS)
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)