21:07 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 20:53:06, 224 ნახვა

სამართალი
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა

დაკარგული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის ორგანიზებით დღეს შსს-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მივიდნენ გურიკა დადიანიძის მამა და მამიდაც.

აქციის მსვლელობისას გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა საზოგადოებას მიმართა და საქმის გამოძიების დაჩქარება მოითხოვა:

"12 წლის მანძილზე გამოძიებამ არაფერი გამიკეთა. თქვენი თანადგომით, ერთიანი ძალებით საქმე გადმოვიდა თბილისში, რისი დიდი იმედიც მაქვს. ალბათ ყველას გაინტერესებთ, სად გაუჩინარდა ჩემი შვილი?! <…> მხოლოდ იმას მოვთხოვ, რომ სულ ერთხელ მაინც დამანახო ჩემი შვილი. ვისაც ჰყავს, როგორიც ჰყავს ისეთი მინდა ჩემი შვილი. ჩემთან ერთად არიან სხვა დედები, რომლებმაც შვილები დაკარგეს და დღემდე იმათაც ვერ უპოვიათ. ძალიან ვთხოვ გამოძიებას, დააჩქარონ, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ. მათ ყველაფერი უკვე ხელში უჭირავთ, ყველა მოწმე, ჩვენება, ყველაფერი. აღარაფერი დარჩენიათ, უბრალოდ თქვან, რა მოუვიდა და სად გააქრეს ბავშვი”.

სოფო ბიბილაშვილმა მადლობა გადაუხადა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესა და მის ჯგუფს, რომელმაც გამოძიების პროცესი დააჩქარა.

"ისინი ამ თვეების განმავლობაში ჩემთან კომუნიკაციაზე არ გამოდიოდნენ, არ მესაუბრებოდნენ. უფრო მეტიც, როცა განვაცხადე, რომ მამიდის ნახვის სურვილი მქონდა, მან ჩემთან შეხვედრა და საუბარი არ ისურვა. დღეს კი, სრულიად მოულოდნელი იყო მათი დანახვა, ისინი შემოუერთდნენ აქციას, თუმცა, მათთან კომუნიკაცია, საუბარი არ მქონია. მზაობას ვაცხადებ, რომ შევხვდები, როგორც მათ, ასევე სხვა პირებს, რომლებიც აქამდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, მათ რომლებიც აქამდე თავს მარიდებდნენ. არაერთი ადამიანი არათუ სიმართლის დადგენით არამედ სიმართლის დადგენის მცდელობის გამო ჩემი კრიტიკით იყო დაკავებული, რამდენიმე მათგანისგან ჩემს მიმართ შეცვლილი პოზიცია ვნახე. კარგი იქნება, თუკი, ყველანი, ხელის შეშლის ნაცვლად, დაიწყებენ თანამშრომლობას. მე ამ საქმეში მხოლოდ კეთილი მიზნებით ვარ ჩართული, რომ გამწარებულ დედას და საზოგადოებას, რომელიც ამ საქმითაა დაინტერესებული, დავეხმარო - განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამისა და მამიდის მისვლაზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics