04:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 13:55:42, 299 ნახვა

ლევან იზორია: ძალადობრივი მოწოდების შესახებ კანონით სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება

„არავითარი რისკის შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, გამორიცხულია“, - ამის შესახენ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას ძალადობრივი მოწოდების შესახებ კანონპროექტის თემის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ამით რელიგიური შუღლის გაღვივებას თავიდან ავიცილებთ.

"ყოველგვარ ასეთ მსგავს რისკებს გამოვრიცხავ და რატომ, იმიტომ, რომ ის მუხლი ეხება იმ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია მოწინავე ევროპულ ქვეყნებში და ძირითადად მისი მიზანი არის ის, რომ იყოს საზოგადოებაში მშვიდობა უზრუნველყოფილი. არ იყოს რელიგიურ ნიადაგზე შუღლი გაღვივებული და ლაპარაკია ძირითადად ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებზე, რომლებმაც შეიძლება ძალადობრივი შედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე არავითარი რისკის შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მით უფრო, მასმედიის თავისუფლება შეიზღუდება გამორიცხულია. კატეგორიულად ვამბობ, რომ მიზანი არის ერთადერთი, როგორც სიტყვის გამოხატვისა ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების,  ანუ საზოგადოებაში მშვიდობის უზრუნველყოფა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბალანსის მოძებნა არის დასავლეთის მთავარი პრიორიტეტი, დასავლური ცივილიზაციის, დასავლური ცივილიზაცია არ ამბობს ცალსახად, რომ იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ ერთი უფლება სუბიექტის, მათ შორის, სიტყვის გამოხატვის უფლება, დასავლეთი ამბობს მეორე სიკეთეზე,  ეს არის უსაფრთხოების, მშვიდობის სიკეთე და აი ამ ბალანსის მოძებნა არის ყველა თაობის ამოცანა. მათ შორის, ეს უწყვეტი პროცესია, პროცესი არ ჩერდება. ამ პროცესის თანამონაწილენი ვართ ჩვენ, იმ გამოწვევებისა და იმ საფრთხეების ადეკვატურად, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, აქედან გამომდინარე ის ტონი, რომ რაღაც მით უფრო მასმედიისთვის საფრთხის შემცველია, ჩემთვის ყოვლად გასაკვირია, თუ ფორმულირებებში არსებობს გარკვეული დაზუსტებების აუცილებლობა, იმისთვის არსებობს საპარლამენტო განხილვებისა და დისკუსიის შესაძლებლობა, რომ ეს მომავალში განხილვას დაექვემდებაროს", - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics