|
2026-06-10 22:20:01, 216 ნახვა
ეკონომიკა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ონლაინ შოპინგის მაჩვენებელი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. თანამედროვე მომხმარებლისთვის დრო ძვირფასია, ამიტომ მაღაზიებში სიარულს, ის ნივთების დისტანციურად შეძენას ამჯობინებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯისა და ტექნოლოგიური გაჯეტების ონლაინ რეალიზაციაში.დროის ეკონომიას ემატება ისიც, რომ ელექტრონული კომერციის პლატფორმებმა მნიშვნელოვნად გაამარტივეს კატალოგთან გაცნობისა და არჩევანის პროცესი. შოპინგის პროცესში დანერგილმა სიახლეებმა მომხმარებლის ქცევა შეცვალა და ბიზნესის განვითარებას ახალი მიმართულება მისცა. ციფრული ბაზრის სწრაფმა ტემპმა ანგარიშსწორების თანამედროვე, დაცული ინსტრუმენტების შექმნის საჭიროებაც შექმნა. გაყიდვების ზრდა ონლაინ დღეს პირდაპირ კავშირშია პროდუქტის შეძენის სიმარტივესთან. რა როლს თამაშობს ციფრული განვადება E-commerce გაყიდვებში?მსხვილი შენაძენის გაკეთება ხშირად დიდ ბიუჯეტს მოითხოვს. წარსულში ეს ფაქტორი გაყიდვების ზრდის მნიშვნელოვანი ბარიერი იყო. მყიდველები სპონტანურ გადაწყვეტილებებს უბრალოდ ვერ იღებდნენ - თუ ფინანსური რესურსი უკვე ხელთ არ ქონდათ, მაშინ საჭირო იყო გამიზნულად სამომხმარებლო სესხის აღება. დრო კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ძვირფასი რესურსია. დღეს კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. განვადების სერვისებმა მომხმარებლებს საშუალება მისცა მსხვილი შენაძენის საფასური ნაწილებად დაეყოთ და ეტაპობრივად დაეფარათ. თანამედროვე ციფრული განვადება კი კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილია, ციფრული არხებით განვადების ლიმიტის წინასწარ დამტკიცება მომხარებელს სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში დროს უზოგავს. ამასთან, ლიმიტის ქონა ფინანსურ ვალდებულებას არ ნიშნავს. აუთვისებელ თანხას არანაირი პროცენტი არ ერიცხება. მომხმარებელი გადახდას იწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ნივთს შეიძენს. განვადების ლიმიტის დამტკიცება უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზა ფინანსური რესურსი მუდმივად ხელმისაწვდომია. კონკრეტულად კრედო ბანკი მომხმარებლებს 12 000 ლარამდე ლიმიტს უმტკიცებს, რომელიც აქტიური რჩება 12 თვის განმავლობაში. ციფრული განვადების გამოყენება მსხვილი გაბარიტის ნივთების ან სამოგზაურო ტურების შესაძენად უმოკლეს დროში, ფინანსური სტრესის გარეშეა შესაძლებელი. განვადებაზე წვდომის გამარტივებას კი პოზიტიური გავლენა აქვს ორივე მხარეზე - როგორც პროვაიდერზე, ასევე მომხმარებელზე. მომხმარებელს შეუძლია საჭირო ნივთის თუ სერვისის მარტივად, ბარიერის გარეშე შეძენა, ლოკალური ბიზნესის ბრუნვა კი იზრდება. განასაკუთრებით E-commerce სექტორს ეს მიდგომა მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს, რადგან წვდომის სიმარტივე - როგორც ფინანსურ რესურსზე, ისე პროდუქტზე, ხშირად მომხმარებლისთვის მთავარი მოტივატორია. განვადების გაფორმება თუ სესხის აღება ბანკში მისვლის გარეშეონლაინ პლატფორმები პირადი და საბანკო ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ ერთიანი გადახდის თუ განვადების გასაფორმებლად. ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვა: რამდენად დაცულია ეს ინფორმაცია? კრიტიკულად მნიშვნელოვანია შოპინგ პლატფორმისა და ფინანსური ინსტიტუტის საიმედოობა. უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს როგორც თავად პლატფორმა, ისე ინსტიტუტი, რომელთანაც ანგარიში გაქვს ან განვადებას აფორმებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საკმაოდ მყარად ვართ დაცულები რეგულაციების კუთხით. თუმცა, მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის განვადების გაფორმება ყოველთვის მსხვილ ბანკთან ჯობია, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს. ეს უბრალოდ ინფრასტრუქტურის საკითხია - დიდ და მკაცრად რეგულირებად საფინანსო ინსტიტუტს უკეთესი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა აქვს ვიდრე მცირე დაწესებულებებს. მაგალითად, კრედო ბანკი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. დღეს ის 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და მონაცემთა დიდი ბაზის მაღალი სტანდარტებით დაცვაზეა პასუხისმგებელი. როგორ მუშაობს ციფრული განვადება?პროცესი მარტივია - მომხმარებელი პარტნიორი მაღაზიის საიტზე ირჩევს ნივთს, ხოლო გადახდის ეტაპზე უბრალოდ უთითებს რომელი მეთოდით ურჩევნია თანხის გადანაწილება. თუ ერთიანად გადახდა არ უნდა - ირჩევს კრედო ბანკის განვადებას. განვადება რამდენიმე წუთში, მარტივი SMS შეტყობინებით მტკიცდება. თუ განვადების ლიმიტი წინასწარ დამტკიცებულია, მაშინ პროცესი კიდევ უფრო სწრაფია. აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკში განვადების გაფორმებას არ სჭირდება დარიცხული ხელფასი. ამ მომსახურებით წარმატებით სარგებლობენ თვითდასაქმებულები და არასტანდარტული, არასტაბილური შემოსავლის მქონე პირებიც. განვადების ლიმიტის დასადგენად ბანკი ამოწმებს საკრედიტო ისტორიას და არა ყოველთვიურ შემოსავალს. ეს მიდგომა პროცესს ფართო საზოგადოებისთვის ძალიან მოქნილს ხდის. კრედო ბანკის უპროცენტო განვადება: სერვისი „და-ყა-ვი“ონლაინ შოპინგის ტემპისა და მაღალი კონკურენციის ფონზე ციფრული გადახდის მეთოდები კიდევ უფრო იხვეწება. მომხმარებელი ხშირად დგება შედარებით მცირე მასშტაბის დაუგეგმავი საჭიროებების წინაშეც. მაგალითად, ფუჭდება ტექნიკა ან ავეჯი. ეს არაა განსაკუთრებით დიდი თანხა, მაგრამ არც იმდენად მცირეა, რომ უმეტესობამ დაუგეგმავად შეძლოს დაფარვა. ასეთი შემთხვევებისთვის კრედო ბანკმა შექმნა „და-ყა-ვი“ ფუნქციონალი. “და-ყა-ვი” მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შედარებით მცირე მასშტაბის შენაძენის ღირებულება 8 თვემდე უპროცენტოდ გადააანაწილოს. სტანდარტული, გრძელვადიანი განვადებისგან განსხვავებით ამ პროდუქტს არ აქვს დამატებით საკომისიოები - ფარავ ზუსტად იმ თანხას, რაც ნივთი ღირს. ეს იდეალური გამოსავალია თუ მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავება გჭირდება ან ლიმიტირებული ფასდაკლებებით გსურს ისარგებლო. E-commerce საქართველოში ზრდას განაგრძობს. გამარტივებულმა ფინანსურმა ინსტრუმენტებმა ონლაინ მაღაზიებს ბრუნვის გაზრდის, ხოლო მყიდველებს რესურსების დაზოგვისა და საყიდლების უკეთ დაგეგმვის საშუალება მისცა. ონლაინ განვადება დღეს აერთიანებს სრულიად დისტანციურ პროცესს, გამჭვირვალე პირობებსა და მოქნილ გრაფიკს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)