07:58 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 18:07:54, 344 ნახვა

პანკისის ხეობაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, დღეს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით,  "შარლი ებდოში" გამოქვეყნებული კარიკატურა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფას აყენებს. მათივე თქმით, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის მიუხედავად, რედაქციის თანამშრომლები მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვას კვლავ აგრძელებენ. ამასთან, დუისში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ტერორიზმი მათთვის სრულიად მიუღებელია, თუმცა ასევე მიუღებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ყველა რელიგიის მიმდევრების გვერდით და ვგმობთ „შარლი ებდოს“ მიერ გამოქვეყნებულ კარიკატურებს, რომლებიც  შეეხო ყველა რელიგიას და შეურაცხყო ყველაზე წმინდა, რაც ადამიანისთვის არსებობს. როგორც არ უნდა შეფუთონ ეს, იქნება „დემოკრატია“, თუ „თავისუფალი სიტყვა“  ასეთ ქმედებას გამართლება არ აქვს. თავისუფალი სიტყვა არ უნდა იყოს სხვისი რწმენის დაცინვა“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა.  ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. ჟურნალმა „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე,  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ, სატირული ჟურნალის ადვოკატმა რიშარ მალკამ განაცხადა, რომ  Charlie Hebdo-ს ახალი ნომერი 14 იანვარს მილიონიანი ტირაჟით გამოვიდოდა  და  ახალ ნომერში მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურას ისევ დაბეჭდავდნენ.  აღსანიშნავია, რომ Charlie Hebdo-ს რედაქცმიამ 14 იანვრის ტირაჟი 5 მილიონამდე გაზარდა.  შესაბამისი გადაწყვეტილება ჟურნალის რედაქციამ მას შემდეგ მიიღო, რაც Charlie Hebdo-ს შესაძენად საფრანგეთში, პრესის ჯიხურებთან დიდი რიგები დადგა და ყველა მსურველმა ჟურნალის შეძენა ვერ შეძლო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics