01:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 11:22:15, 328 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ახალ პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან

„გამარჯვებისთვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. 

პარტიის ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.

როგორც ისინი ირწმუნებიან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების  კონკურენტულ გეგმას შესთავაზებენ. 

„პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას; ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ოლიგარქი, რომელმაც გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ არ ვაპირებთ დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე.

ჩვენ გვესმის რომ მოსახლეობას დღეს ეკონომიკური პრობლემები აღელვებს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, ღია პოლიტიკურ ცენტრი, მოვიზიდოთ და პოლიტიკურ პროცესში ჩავრთოთ პროფესიონალები. ჩვენ გვჯერა რომ ადამიანების თავისუფლების რადიკალური გაზრდა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნილებაა და სწორედ ამ გზით მიიღწევა საზოგადოების სწრაფი გამდიდრება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics