20:28 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 20:16:25, 214 ნახვა

სამართალი
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

ასავალ-დასავალის ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას სამშობლოს ღალატს, კერძოდ, საბოტაჟს ედავებიან.

"სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობდი ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუში.

ყველა ჩემი შემდგომი განცხადება ემყარებოდა და ეფუძნებოდა იმ რეალობას, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა.

არ ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, - თქვა ჩუბინიძემ პროცესზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის მუხლით, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დომენტი, იგივე, დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics