|
2015-05-22 14:04:03, 505 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი უვიზო მიმოსვლაზე: საქართველოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს. როგორც ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ 6 თვეში გაიარა ის გზა, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა. „საქართველოს ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს. მოთხოვნები არის ვადიანი და თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ დეკემბერში შესასრულებელი მოთხოვნის მაისში შესრულება, იმიტომ, რომ ის მოთხოვნა არის ვადიანი. საქართველომ 6 თვეში სრულად გაიარა ის გზა, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა. 2 წლის განმავლობაში აკეთებდა ამას მოლდოვა, სანამ უვიზო მიმოსვლამდე მივიდოდა. ყველა ეს მოთხოვნა საკანონდებლო რეგულირება, ყველა ნორმატიული ქმედება 6 თვეში დავასრულეთ. ზუსტად იმიტომ, რომ 6 თვეში დავასრულეთ, გაჩნდა კითხვა, რომ გუშინწინ მიღებული კანონი რეალობაში როგორ განხორციელდება ანუ მისი იმპლემენტაცია სინამდვილეში სწორად მოესწრება თუ არა, ამას ამოწმებს ევროკავშირი. ჩვენ ვიჩქარეთ და ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, ევროკავშირმა გვითხრა, გავიგეთ რომ 2 წლიანი გზის 6 თვეში გავლა გინდათ, მაგრამ ერთი-ორი თვე გვაჩვენეთ, ახლა რომ რეალურად ეს კანონები მუშაობს. ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნაა, ჩვენ ვჩქარობთ, ნამდვილად გვინდა, რომ სწრაფად მოხდეს ამოცანების რეალიზება, რომელიც ევროკავშირთან ამ ეტაპზე გვაქვს დასახული და იმედი მაქვს ის ვადა, რაც იქნება დეკლარაციით განსაზღვრული საკმარისი აღმოჩნდება იმისათვის, რომ ყველა დარწმუნდეს, ეს სიკეთხები, რაც ჩვენ კანონებში ჩავწერეთ, რეალურ ცხოვრებაშიც ადეკვატურად აისახება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)