16:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 14:37:51, 424 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ მესტვირიშვილი: არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ მოკლევადიანი გაუმჯობესებით ქვეყნის მომავალი დავაზარალოთ

„ეროვნული ბანკი არასოდეს გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ მოკლევადიანი გაუმჯობესებით ქვეყნის მომავალი დაზარალდეს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში დეპუტატებმა უარყოფითად შეაფასეს.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები ეკონომიკური ზრდისა და გრძელვადიან პარამეტრებზე დაყრდნობით. 
 „ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვთვლით რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და არასოდეს არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ მოკლევადიანი გაუმჯობესებით ქვეყნის მომავალი დავაზარალოთ. ასეთი პოზიცია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, ექსპერტებს, ვისაც გული სტკივა როგორც ქვეყნის აწმყოზე, ასევე მომავალზე. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები მისი მანდატის ფარგლებში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და გრძელვადიან პარამეტრებზე დაყრდნობით. ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკა არის საუკეთესო ქვეყნის მოსახლობისათვის როგორც მომავლისთვის, ასევე აწმყოსთვის“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ამასთან, მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატები არიან პოლიტიკოსები და იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
„იმის ახსნა მოსახლეობისთვის თუ რამდენად სწორი იყო ეროვნული ბანკის ნაბიჯები შეუძლებელია, სწორედ ამიტომაც არის ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი“,-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics