|
2015-05-20 17:26:11, 439 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ–ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძის დანიშვნის საკითხი შეითანხმა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თხოვნით მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ დაამტკიცა. ზაზა აბაშიძე არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად. ზაზა აბაშიძე იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩეველი და საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. მას სტაჟირება გავლილი აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით კი–რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში. ზაზა აბაშიძე არის ასოცირებული პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)