13:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 16:24:09, 509 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა. 
როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, აბაშიძე-კარასინის ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ეს არაფორმალური დიალოგია. 
კარასინი კურირებას უწევს დსთ-ს ქვეყნებთან, და ე.წ. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. პრეზიდეტის დავალებით იგი წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს სახელმწიფო სათათბიროში სარატიფიკაციოდ, ასე იყო გასულ წელსაც, როდესაც მოხდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება, ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, უკანონო დოკუმენტები.
ჩვენ პრაღაში რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ეს არ არის ოფიციალური კონსულტაციები,  დღემდე ვაწარმოებთ არაფორმალურ დიალოგს, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, დასავლელი პარტნიორების აზრია, რჩევაა, რომ ეს არაფორმალური დიალოგი გავაგრძელოთ," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 
ცნობისთვის,   რუსეთის საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან პრეზიდენტის დავალებით შესაბამის დოკუმენტებს სახელმწიფო სათათბიროში სარათიფიკაციოდ წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics