|
2018-03-06 14:00:24, 2825 ნახვა
საზოგადოება
ვის და რამდენჯერ ექნება გვარის შეცვლის უფლება - კანონპროექტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცეს. ცვლილებების შინაარსზე მედიასთან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, გვარის შეცვლა საერთოდ არ იკრძალება, არამედ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა მკაცრი პოლიტიკით იცვლება. გვარის შეცვლის წესის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევის გახშირებულ ფაქტებს უკავშირდება. იუსტიციის მინისტრის თქმით, გვარის შეცვლა მოქალაქეს სრულწლოვანების ასაკში ერთხელ შეეძლება (აქ იგულისხმება გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით, მშობელთა შეერთებული გვარის, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის მიღება) გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმე ქორწინება-განქორწინებასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში, წულუკიანის განცხადებით, ყველა პირს კვლავ შეეძლება ქორწინებისას, განქორწინებისას აირჩიოს მისი მეუღლის გვარი, ან შეუერთოს საკუთარი გვარი მეუღლის გვარს. თუმცა, თეა წულუკიანის განმარტებით, მეუღლის გვარის მიღება შესაძლებელი იქნება ქორწინების მომენტში. ამასთან, პირი ვერ შეიცვლის გვარს იმ პირობებში, როდესაც ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დევნილია: „ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, რომ მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი ძალისხმევის შედეგად მიღწეული ის ისტორიული წარმატება, რასაც ჰქვია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. 2014 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკების შედეგად ჩვენ გავამკაცრეთ სახელთან დაკავშირებული რეგულაციები და დღევანდელი წესით არასრულწლოვანებისას პირს შეუძლია სახელი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ. მაშინ გვარის რეგულაციების რეფორმა არ მომხდარა, მაგრამ პრაქტიკაში დღეს უკვე ვიცით ევროპულ ქვეყნებში არის არაერთი პრობლემა ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს დამტკიცებული ცვლილებების მიზანია, რომ უკიდურესად ლიბერალური წესები გამკაცრდეს. რა იცვლება თუ ეს ცვლიებები პარლამენტში იქცევა კანონად: შემოთავაზებული ცვლილებით, პირს კვლავ შეეძლება სრულწლოვანებისას მამობის დადგენის საფუძვლით, როდესაც მაგალითად ბილოგიური მამა არის უცნობი, ან გრაფა ცარიელია, სრულწლოვანი პირი დაადგენს მისი ბიოლოგიური მამის ვინაობას, მიიღოს ბიოლოგიური მამის გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კი ეს პირი იმ მომენტში იქნება ძებნილი, ქართველი სამართალდამცველების მიერ , ინტერპოლის, თუ სხვა ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების მიერ, ან სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი. მაგრამ როგორც კი ეს გარემოება აღმოიფხვრება, გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძლით იქნება შესაძლებელი. ჩვენ ამ ცვლილებებით გთავაზობთ, რომ სრულწლოვანებისას პირს შეეძლოს ერთხელ გააკეთოს არჩევანი , მიიღოს თუ არა მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი. მაშინ, როდესაც დღეს პირს შეუძლია ძალიან ბევრი რამდენიმე ათეული გვარიდან აირჩიოს, ეს არჩევანი შემცირდება. ასევე მიიღოს ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი, ან აღიდგინოს ისტორიული გვარი, ან შეაერთოს თავისი და აღმავალი შტოს ნათესავის გვარი და ამ გვარებს შორის სრულწლოვანებისას არჩევანი გააკეთოს ერთხელ და არა თვეში ერთხელ, როგორც ეს შეიძლება დღეს ხდებოდეს. მაგალითად ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც წლის განმავლობაში ერთიდაიმავე პირმა შარშან ოთხჯერ სამჯერ, ორჯერ შეიცვალა გვარი, რაც ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლის საკითხს შენგენის სივრცეში”,-განაცხადა წულუკიანმა. რა თქმა უნდა, ერთხელ გვარის შეცვლის ჩვენ მიერ შეთავაზებული ინსტიტუტი არ ეხება ქორწინება-განქორწინების მომენტებს, რადგან აქ ყველა პირს კვლავ შეეძვლება ქორწინებისას, განქორწინებისას აირჩიოს მისი მეუღლის გვარი, ან შეუერთოს საკუთარი გვარი მეუღლის გვართან, თუმცა მეუღლის გვარის მიღება შესაძლებელი იქნება ქორწინების მომენტში”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა. მინისტრის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე შეიცვალა გვარი გასული წლის 28 მარტიდან, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებიდან, მათ აღარ ექნებათ შესძლებლობა, კვლავ შეიცვალონ გვარი. „ ხოლო 2017 წლის 28 მარტამდე თუ კი სრულწოვანებისას ვინმემ უკვე შეიცვალა გვარი, მათ ექნებათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გააკეთონ ეს არჩევანი , თუ კი ამის სურვილი აქვთ. დღეს ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს პრობლემა, როდესაც შენგენის ზონიდან უკან გამობრუნებული პირები იცვლიან გვარს, იღებენ სხვა პასპორტს და ევროპელი მესაზღვრისთვის რეალურად არაინ სხვა ადამიანები და ხდება მათი შეშვება ისევ შენგენის ზონაში, საიდანაც ისინი რეალურად არიან გამოძევებულები”,- განაცხადა წულუკიანმა. მან ასევე განმარტა, თუ რატომ დადგა გვარის შეცვლასთან დაკავშირებით წესების გამკაცრების აუცილებლობა მაშინ, როდესაც უცვლელია პირადი ნომერი და არსებობს შესაძლებლობა, შეცვლილი გვარის შემთხვევაშიც, პირის ვინაობა დადგინდეს: „თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საზღვრებს შორის ინფორმაციის გაცვლის რეფორმა ევროკავშირშიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, ბევრ ევროპელ ქვეყანასაც არ აქვს ეს, რომ დაბადების მომენტში გვენიჭება პირადი ნომერი, რომელიც არ იცვლება მრავალი წლის შემდეგ გარდაცვალებამდე, მაგრამ ამას ისინი ვერ აკონტროლებენ, ახლა საუაბრია იმაზე, რომ მათ ჩვენი პირად ნომერზე დაფუძნებით იმუშაონ, მაგრამ ამას სჭირდება დრო, მათგან მოდის შემოთავაზება, რაც არის ობიექტური, სამართლიანი, რომ ის ქაოტური რეგულაციები, რაც ჩვენ გვაქვს გვართან დაკავშირებით, შეიცვალოს, რასაც ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც არ იცვლება, დღესაც არის მკაცრი და მომავალშიც ასე დარჩება, დღეს პირი ვერ იღებს ნებისმიერ გვარს. ეს არის მკაცრად რეგულირებული ჩვენი კანონით. მაგალითად 70, 80, 90-იან წლებში იყო ხოლმე, როდესაც ვითომ ისტორიულ გვარს იბრუნებდა ესა თუ ის პირი, დღეს ეს შესაძლებელი არ არის, თუ დოკუმენტურად დამტკიცებული არ არის, რომ თქვენი წინაპარი იყო ამა თუ იმ გვარის მატარებელი, აქ არ ვეხებით ისტორიული გვარის აღდგენის მკაცრ წესებს, ისევ მკაცრი რჩება. ეს მოგცვემს შედეგებს იმ მხრივ, რომ ნდობა გაიზრდება ჩვენი ვინაობებისადმი , რადგან ერთი დოკუმენტი უნდა ნიშნავდეს ყოველთვის საზღვარზე ერთ ადამიანს”,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ცვლილებები საბოლოოდ დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|





epn.ge (@expressnews.ge)