|
2018-03-06 13:59:44, 1451 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. დედაქალაქის მერი შენობაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, დასუფთავების სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის დამწვარი ნაწილის დემონტაჟი დაიწყება. „ამჟამად, დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, მესამე სართულზე რაც დაიწვა, სახურავი მთლიანად მოიხსნება და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. უახლოეს მომავალში, ადამიანებს, ვინც აქ წლების განმავლობაში მუშაობდა, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან მოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, ბანკიდან გამოტანილი სესხების გადავადებასთან დაკავშირებით. „ის ადამიანები, ვისაც საქონელი გადაურჩა და არ დაიწვა, გვერდით შენობა-ნაგებობებში არიან გადაყვანილი და თავიანთ საქმიანობას იქ განაგრძობენ. მათ, ვისაც საქონელი დაეწვა, ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და დახმარება აქვს, თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომ იმ კრედიტების გადავადება მოხდეს, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ გამოტანილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. მისი განცხადებით, 22 მოვაჭრეს, რომელთაც ხანძრის შედეგად სალარო აპარატები დაეწვათ, პირადად შეხვდა. „პრობლემა იყო ასევე, სალარო აპარატებთან დაკავშირებით. იდენტიფიცირებულია 22 მოვაჭრე, რომელთაც პირადად შევხვდები. აქედან, რომელიც არათბილისელია, შემოსავლების სამსახური სალარო აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს, რაც შეეხება თბილისელებს, რაიონების მიხედვით, სალარო აპარატების შეძენას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრაზე კახა კალაძესა და ირმა ზავრადაშვილთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)