|
2018-03-06 12:20:30, 1454 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელმა მეცნიერებმა ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო გეგმა მოიწონეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია TRECE Inc (აშშ) პრეზიდენტს, ბილ ედრინს და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წამყვან მეცნიერთა დელეგაციის წევრებს შეხვდა. მეცნიერთა შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომასა და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საქართველოში გავრცელებული ახალი ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს. „იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ვართ, უმნიშვნელოვანესია საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი, ამერიკელ სპეციალისტებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ბილ ედრინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია მოქნილი და ქმედითი სტრატეგია მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა, აზიური ფაროსანას დამარცხება 2018 წელს მაინც ვერ მოხერხდება. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტი რეგიონებში და ვითარების ადგილზე გაცნობა. ამერიკელი სპეციალისტები, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სიმპოზიუმში „აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) - გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები“. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)