09:25 - 16 Aug, 2026
|
2018-03-05 11:19:02, 1651 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია: ძნელია იმის დაზუსტება, რა დრო დაჭირდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოფელ წილკანში ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. ლომჯარიამ ოჯახს საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენ მივაწვდინეთ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ვცდილობთ მაქსიმალურად დაჩქარდეს გადმოსვენების პროცესი. ამ ეტაპზე ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც პირველი რიგის ამოცანა სწორედ ეს არის. ჯერ–ჯერობით ძნელია იმის დაზუსტება კონკრეტულად რა დრო დაჭირდება გადმოსვენების პროცესს, ინფორმაციის მიღება ოკუპირებული რეგიონიდან გართულებულია, გამკაცრებულია საპოლიციო რეჟიმი. ჩვენ ვიქნებით ჩართულები საქმის ყველა ეტაპზე და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)