|
2018-03-05 10:58:59, 1593 ნახვა
საზოგადოება
უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო უწყება მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. უწყების ინფორმაციით, პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება. სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 2018 წლის 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან. „მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ექპერტების და სამინისტროს წარმომადგნელები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)