|
2018-03-03 16:21:55, 2026 ნახვა
საზოგადოება
ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს
„პიუს კვლევითი ცენტრის“ მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა, - შესაბამისი ინფორმაცია კვლევითი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი - 450 ათასი ადამიანი, რუსეთში ცხოვრობს. მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს, სადაც 80 000 ქართველია, ხოლო მესამეზე უკრაინაა - აქ 70 000 ქართველი ცხოვრობს. დანარჩენ ქვეყნებში ვითარება კი ასე გამოიყურება: აზერბაიჯანში - 50 000 ქართველი მიგრანტი, სომხეთში - 40 000 ადამიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 30 000 ემიგრანტი, გერმანიაში - 20 000 ქართველი, კვიპროსზე - 20 000 ადამიანი, იტალიაში კი დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უმეტესობა რუსეთის ფედერაციაში დაბადებული ადამიანია. 2017 წელს საქართველოში 40 ათასამდე რუსი მიგრანტი ცხოვრობდა. შემდეგ ლიდერობენ სომხეთსა (10 000) და უკრაინაში (10 000) დაბადებული მოქალაქეები. „პიუს კვლევითი ცენტრის“ ინფორმაციით, 1000-დან 10 000-მდე იმიგრანტი საქართველოში აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ბელორუსიდანაა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)