|
2018-03-02 10:26:37, 1896 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება 2 წლით გაგრძელდა
ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება. მხარეებს შორის შეთანხმებას, ხელი ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოსფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა მოაწერეს. პარტნიორებმა გასული თანამშრომლობა შეაფასეს და მომავალი 2 წლის მოლოდინებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი წარსული თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა ორივე მხარისთვის და სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ურთიერთობის გაგრძელებაზე შევთანხმდით. სასიამოვნოა, რომ ვითიბი ბანკი კვლავ ჩვენი პარტნიორი იქნება და ერთობლივად გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას.“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა „ვითიბი ბანკი კვლავ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს,“- აღნიშნა ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ვითიბი ბანკი 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)