|
2018-02-20 13:35:10, 1564 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან
"თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიის აღნიშნული პროექტი პირველი მარტიდან ამოქმედდება. „აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს მიკროავტობუსები. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გარკვეულწილად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ქაოტური გადაადგილების მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)