11:37 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 11:19:25, 262 ნახვა

მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს, ბაშკორტოსტანსა და როსტოვის ოლქს შეუტიეს

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 28 ნოემბრის ღამეს მოსკოვის მიმართულებით 462 დრონი დაფრინავდა. ოფიციალური პირის თქმით, მათი უმეტესობა ქალაქის გარეუბანში ჩამოაგდეს, ხოლო 123 - მიახლოებისას. მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. კალუგის ოლქის ხელისუფლებამ 120 დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, რეგიონის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე აგარაკი დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა.

ბაშკორტოსტანშიც გამოცხადდა „დრონების შესახებ განგაში“, ხოლო უფას აეროპორტი დროებით დაიხურა. უკრაინული მონიტორინგის არხის, „ექსილენოვა+“-ის ცნობით, ქალაქის ინდუსტრიულ ზონას თავს დაესხნენ. „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ შეზღუდვები ასევე დაწესდა ბუგულმას, კრასნოდარის, სამარას და ტამბოვის აეროპორტებში.

როსტოვის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე, მათ შორის ნოვოშახტინსკის თავზე, 50-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. „ექსილენოვა+“-ისა და „ასტრას“ ცნობით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ხანძარი გაჩნდა სამარის ხაზოვან წარმოებისა და გამანაწილებელ სადგურზე, სადაც ნავთობი იტუმბება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს, ბაშკორტოსტანსა და როსტოვის ოლქს შეუტიეს
აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში გაანადგურეს ტვირთმზიდი, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა
პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics