|
2018-02-20 13:30:09, 1600 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ მოადგილეებს დაავალა, იმ ბაღების რეაბილიტაცია, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, დროულად განხორციელდეს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თბილისის განახლებული ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და ცვლილებების შედეგად, 897 მილიონ ლარს შეადგენს. „მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელმაც 2018 წლის თბილისის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ოდენობა გაიზარდა - იყო 861 მილიონი და ცვლილების შედეგად, 897 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. გაზრდილი თანხა 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება. გამწვანების ღონისძიებებისთვის ოთხი მილიონი ლარი იქნება მიმართული. ოთხი მილიონი გამოიყოფა ასევე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოადგილეებს დაავალა, იმ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სადაც არსებული მდგომარეობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. „ჩვენ დაწყებული გვაქვს ახალი ბაღების მშენებლობა, თუმცა რამდენიმე ბაღში იმის გამო, რომ იქ არსებული მდგომარეობა მძიმე იყო, სწავლა შევწყვიტეთ და მინდა მოადგილეებს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ბაღების რეაბილიტაცია. თანხები მობილიზებულია, ოთხი მილიონი არსებობს ამისთვის და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ ბავშვები თავიანთ ბაღებს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ, თბილისის განახლებულ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები სხვა მხრივ წარმოაჩინონ. „ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული მცდელობა, რომ რაღაცნაირად მიაჩუმათონ ჩვენ მიერ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არავის გამოუვა. იმიტომ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. მედია თავისუფალია და ასევე, არსებობს სხვადასხვა საშუალებები იმისა, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)