|
2018-02-20 13:29:16, 1425 ნახვა
საზოგადოება
კალაძე იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ
თბილისის მერმა კახა კალაძემ საკანონმდებლო ორგანოს სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულების მაჩვენებელი გაიზრდება. „ჩვენი ინიციატივით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ყველას გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოება იყოს დაცული და მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება - გაიზრდება სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულების მაჩვენებელი და არა დაჯარიმებული კომპანიების რიცხვი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ და ამ მიმართულებით, დედაქალაქში უსაფრთხო გარემო შეიქმნება. „თითოეული ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა. არ შეიძლება გულგრილი ვიყოთ და არ გავუფრთხილდეთ მას. იმისათვის, რომ მივიღოთ უსაფრთხო გარემო, ერთი მხრივ, საჭიროა წესების არსებობა და მეორე მხრივ, მათი დაცვა. საჯარიმო სანქციები არ არის ერთადერთი საშუალება ამ წესების შესრულების უზრუნველსაყოფად. საჭიროა, შევთანხმდეთ ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე. ჩვენ მშენებლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ჩვენი ხედვები და მიდგომები გავაცანით. იმედი მაქვს, ისინიც გაითვალისწინებენ ცვლილებებს და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)