|
2018-02-20 12:15:34, 1755 ნახვა
საზოგადოება
გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები გამკაცრდება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები გამკაცრდება. მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე მოქალაქეებს აქვთ უფლება გვარი რამდენჯერმე შეიცვალონ, რაც შენგენის ზონაში გარკვეულ პრობლემებს ქმნის. "იუსტიციის სამინისტროში ჩვენ დავასრულეთ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაამკაცრებს საქართველოშო გვარის შეცვლის საკითხს, თუკი პარლამემტისა და მთავრობის მიერ ეს პროექტი გაზიარებული იქნება. როგორც იცით, გვარის საკუთარი ნებით შეცვლა ისედაც არის აკრძალული, მაგრამ შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს ქმრის, დედის, ბებიის, ან აღმავალი შტოს წინაპრის გვარი. არ არის შეზღუდული თუ რამდენჯერ შეიძლება ეს გააკეთოს. ვფიქრობთ, რომ ეს წესი არის გასამკაცრებელი, რადგან ზედმეტად ლიბერალურია. ჩვენ სხვადასხვა საელჩოებიდან და საკონსულოებიდან ჩვენი კონსულები გვწერენ და გვიხსნიან, რომ არა ერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქე ამით სარგებლობს, როდესაც ერთი გვარით ჩაიდენს შენგენის ზონაში დანაშაულს, მერე ბრუნდება საქართველოში - მიიღებს ნათესავის გვარს და ამ ახალი გვარის პასპორტით შედის შენგენის ზონაში. ჩვენ ამას აღვკვეთთ წესების გამკაცრებით",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)