|
2018-02-19 17:52:53, 1962 ნახვა
საზოგადოება
ხათუნა კასრაძემ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრეფიკინგის თემაზე გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური რაუნდი და დახურვის ღონისძიება გაიმართა. პროექტის მონაწილე სტუდენტებს ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ყოველწლიური შეჯიბრია სტუდენტებს შორის. წელს პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 37 სტუდენტი. პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ტრეფიკინგის საკითხებზე; ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება-დახვეწას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტს. იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან − წერითი და ზეპირი რაუნდები. სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს დაცვის და ბრალდების პოზიციები. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო ფინალში გადასული გუნდის წევრები თემატური ლიტერატურით დასაჩუქრდნენ. იმიტირებული პროცესი პირველად 2016-2017 წლებში შედგა. აღნიშნულ პროექტს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)