|
2018-02-19 17:23:24, 1845 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა , აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გურამ დოჩანაშვილის ღვაწლზე ისაუბრა. მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი მოთხრობიდან „მთის გადაღმა" წარმოადგინეს. ასევე, წაიკითხეს გურამ დოჩანაშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები და ამონარიდები მისი შემოქმედებიდან. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)