|
2018-02-14 11:16:36, 1848 ნახვა
საზოგადოება
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“: გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა. „როგორც პატიმარის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს. გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა. პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად. ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)