10:59 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 10:44:59, 257 ნახვა

პოლიტიკა
პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება

დღეს, 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, უწყვეტი პროევროპული პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება.

აქცია ეძღვნება 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების 2 წლისთავს, როცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგებოდა. იმავე საღამოს პარლამენტთან შეკრებილი აქცია სპეცრაზმმა დაარბია - მას შემდეგ პროტესტი ერთი დღეც არ შეწყვეტილა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეები 19:00 საათზე სამი წერტილიდან გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ, სადაც საერთო აქცია გაიმართება:

1. თსუ-ის I კორპუსი → თავისუფლების მოედანი
ცენტრალური მსვლელობა, რომელსაც ოპოზიციის ალიანსი ორგანიზებას უწევს

2. ავლაბრის მეტრო → თავისუფლების მოედანი
რიგით 50-ე შაბათის მარში „საქართველო ევროპაა“

3. ორბელიანის მოედანი → თავისუფლების მოედანი
მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მხარდამჭერებთან ერთად

ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები ავლაბრის მეტროსთან 19:00-ზე შეიკრიბებიან.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში! ორი წლის წინ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა გადამწყვეტი კამპანია წამოიწყო ქართული სახელმწიფოებრიობის დასანგრევად... ჩვენ არ გავტეხილვართ, ვაგრძელებდით ბრძოლას“ - განაცხადა მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

„28 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ორი წელი გავიდა ამ წინააღმდეგობის დაწყებიდან. მიუხედავად უამრავი რეპრესიისა, ვერ გატეხეს წინააღმდეგობა... უნდა გავერთიანდეთ“

 ფედერალისტები

პარტია თსუ-ის I კორპუსთან 19:00-ზე შეიკრიბება.

„დღეს ჩვენს სიმრავლეს გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე ორი წლის წინ... დღეს ისეთივე აქციები რომ ჩატარდეს, ივანიშვილს გაძლება გაცილებით გაუჭირდება“ - თამარა ჩერგოლეიშვილი

„ალტერნატივა რა არის, გარდა იმისა, რომ გამარჯვებამდე ვიბრძოლო? ალტერნატივა არის რუსეთის ჭაობში დარჩენა“

 „ახალი“ / კოალიცია ცვლილებისთვის

„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის... ეს არის ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის და ეროვნულ ინტერესებში ქართველები ყოველთვის ვიყავით ერთად“ - მარიკა არევაძე

კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჯერ კიდევ ოქტომბერში დაანონსა კამპანია ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, რომელიც სწორედ 28 ნოემბრის აქციით კულმინაციას აღწევს.

 კულტურისა და ხელოვნების სფერო - 866 ხელმომწერი

„2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო და ღიად თქვა უარი ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე... კულტურის სფერო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებისა და წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. რეჟიმმა არაერთხელ სცადა ჩვენი დადუმება, მოსყიდვა და გაჩერება. მიუხედავად ყველაფრისა, კულტურის ხმა კვლავ ისმის უწყვეტ პროტესტში“

„28 ნოემბერს, 19:00 საათზე ვუერთდებით სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს... და ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია“

 პარტია „ჯერ საქართველო“

„28 ნოემბერს ღიად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ევროპაა... ეს არის ღრმა შინაარსის მქონე განაცხადი. საქართველო ევროპაა!... რომელსაც არ და ვერ ექნება პარტიული კუთვნილება“ - ვიქტორ ყიფიანი

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა წამოიწყეს სპონტანური კამპანია - აქვეყნებენ 2024 წლის 28 ნოემბერს გადაღებულ ფოტოებს წარწერით: „ორი წლის შემდეგ იგივე მიზნით, იმავე ადგილას დავდგები“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად გადადიან დახურულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების საფრთხის გამო
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics