10:43 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 10:27:19, 240 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ორი წლისთავს ეხმაურება და დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებს.

იუკნევიჩიენეს თქმით, ორწლიანი ყოველდღიური პროტესტის უკან დგას მოქალაქეების პირადი მსხვერპლი, რთული არჩევანი და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული.

 ევროპარლამენტარი მიმართავს ქართველ ხალხს, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტო არ არიან და აღნიშნავს, რომ ცვლილება აუცილებლად, ადრე თუ გვიან მოვა. 

„ძვირფასო ქართველო ხალხო, ორი წლის, 28 ნოემბერს, თქვენ ქუჩაში გამოხვედით თქვენი ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს საქართველოში აქციაზე გასვლა ხალხს ძვირად უჯდება. ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს მშვიდობიანი პროტესტის გამო. ასობით ადამიანს სცემეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ. 150-ზე მეტი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები. ჩვენ არ დაგივიწყებთ. საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობა, შესაძლოა ამ სიტყვების გამო თავს დამესხას. შესაძლოა თქვან, რომ საქართველო ევროპაში მხოლოდ ცოტას ახსოვს. ეს ასე არ არის. ევროპა გიცნობთ. ევროპა ხედავს რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას. ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა. ასევე ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს, ან რომ სხვა გზას რუსეთის შიშით ირჩევენ. მათ რუსეთის არ ეშინიათ. მათ ეშინიათ ევროკავშირისა და იმ თავისუფლებების, რომლებსაც ის თავის მოქალაქეებს ანიჭებს. თავისუფალი არჩევნები ყოველთვის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. ასე მოხდა უნგრეთში, ასე მოხდა სერბეთში და მჯერა, ასე მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება არ მოვა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან. ის საქართველოდან მოვა. ვიცი, რომ ძნელია. ამას დრო სჭირდება. ამას სჭირდება მოთმინება, ერთიანობა და შეუპოვრობა. მაგრამ ცვლილება ყოველთვის მოდის. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, საქართველო!“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად გადადიან დახურულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების საფრთხის გამო
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics