|
2018-02-13 19:58:11, 1762 ნახვა
საზოგადოება
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან დაკავებულებს ტაჟურას დამანის ციხეში წყალი და საკვები მიაწოდა. კაიროში საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, საადვოკატო კომპანიამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა ერთ-ერთი დაკავებულის სამედიცინო ხარჯების (ქირურგიული ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი) უზრუნველყოფაზე. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას, როგორც ლიბიის მხარესთან, ასევე ლიბიაში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან, რათა მოხდეს დაკავებულთა ჰუმანიტარული პირობების უზრუნველყოფა, საკონსულო და სამართლებრივი დაცვა. ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი, ასევე მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და სახელმწიფო ინსტიტუტების შეფერხებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ართულებს ქართველი მეზღვაურების მდგომარეობას და საქმის მიმდინარეობას", - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, გასული წლის 30 აგვისტოს ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი მცირე ზომის ტანკერი დააკავა, რომელსაც სავარაუდოდ ლიბიური ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც 3 საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წარდგენილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)