|
2018-02-13 17:21:21, 1894 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ განცხადება „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გზავნილების შესახებ
„საქართველოს ფოსტა“ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გზავნილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირველად თავად „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წარმომადგენლების მიერ მოხდა „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი გზავნილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, “საქართველოს ფოსტა” ასაჯაროებს „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ გაგზავნილი გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას. გვინდა განვაცხადოთ, რომ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წარმომადგენლების ბრალდება გზავნილების „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაკარგვის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს ავღნიშნოთ, რომ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ “საქართველოსფოსტის” მეშვეობით 2017 წლის დეკემბრის თვეში სულ გაიგზავნა 30 გზავნილი. გამგზავნმა “საქართველოსფოსტას” მხოლოდ 5 გზავნილთან დაკავშირებით მომართა პრეტენზიით, რის საფუძველზეც „საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო საერთაშორისო საფოსტო ნორმებით დადგენილი მოკვლევის პროცედურა. აღსანიშნავია, რომ მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 5 გზავნილიდან 2 ჩაბარებულია ადრესატისათვის, ხოლო 3 გზავნილზე განხორციელებულია ვიზიტი ადრესატის მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო, მათი ჩაბარება ვერ განხორციელდა. აღნიშნული გზავნილები, მათი შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნებულია უკან საქართველოში და ჩაბარებულია გამომგზავნისათვის („თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლისათვის). შესაბამისად არც ერთი გზავნილი არ არის დაკარგული, ამასთან არც ერთ გზავნილთან მიმართებაში საფოსტო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დასასრულს გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2017 წელს საქართველოს ფოსტაში გზავნილთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეკლამაციის (პრეტენზიის) წლიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 0.1% შეადგინა. ამასთანავე „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა, აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი,ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. დღეს საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან წარმატებით თანამშრომლობს", - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)