|
2018-02-13 16:06:51, 1902 ნახვა
საზოგადოება
ევროპარლამენტარი ქლერ მუდი ჩაბუქის სკოლას ეწვია
ევროპარლამენტარი ქლერ მუდი დღეს მუსტაფა ჩაბუქის სკოლა ლიცეუმს „სხივს“ ეწვია. შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტარი ჩაბუქის ოჯახის წევრებს: მეუღლესა და შვილებს, ჩაბუქის კოლეგებს და ჩაბუქის მეგობრებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამუშაო შეხვედა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან. შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა ქლერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატა ჩაბუქის ოჯახისადმი. “დღეს ამ სკოლაში ჩაბუქის საქმის გამო ვარ მოსული. ევროპარლამენტარები ინტერესით აკვიდრებიან მიმდინარე პროცესს. ჩვენ გვინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ოჯახს დაუბრუნდეს და კვლავ გააგრძელოს სკოლაში საქმიანობა. მე ვხედავ, რამდენი ბედნიერი ბავშვია დღეს ამ სკოლაში. იმედია ბატონ ჩაბუქსა მალე პირადადაც შეხვდები აქ, ამ სკოლის კედლებში, სადაც თავის საყვარელ საქმეს გააგრძელებს“.- განაცხადა შეხვედრის ბოლოს ქლერ მუდმა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა ევროპარლამენტარმა მადლობა გადაუხადა თემაზე მომუშავე ჯგუფს და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას. ევროპარლამეტარების შეხვედრა ჩაბუქის ოჯახის წევრებთან მიმდინარე კვირაში კვლავ გაგრძელდება და ხუთშაბათს ქალბატონი რებეკა ჰარმსი პირადად მოინახულებს მუსტაფა ემრე ჩაბუქს ციხეში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)