|
2018-02-13 15:32:34, 1747 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ თავშესაფარში არსებული ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა. თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოველთა პოპულაციის ეფექტური მართვისა და განვითარების მიზნით კი, სააგენტოში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება. „ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო. გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოდგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ და თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)