|
2018-02-13 09:41:14, 1657 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის (WB) სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს ტუკა კასტრენს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სატყეო სექტორში მმართველობის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს. ტუკა კასტრენმა მინისტრის მოადგილეს სატყეო მიმართულებით მსოფლიო ბანკის პოზიცია და პერსპექტივები გააცნო. მისივე განცხადებით არსებობს შესაძლებლობები ამ სფეროში ახალი პროგრამების ინიცირებისა და განხორციელებისთვის. 2013-2017 წლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II)“, რომელიც მიზნად ისახავდა ტყის მდგრადი მართვისა და დაცვის ხელშეწყობას. პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო სატყეო კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესება, ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაციის ხელშეწყობა, სატყეო-სადემონსტრაციო კვლევები და შესაძლებლობების გაძლიერება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)