|
2018-02-12 10:23:26, 1512 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. მარგველაშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 თებერვალი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო ლაინერი ან-148 რადარებიდან დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)