|
2018-02-11 14:15:11, 1919 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორი ცენტრსა და ზოგიერთ კლინიკას შორის გარიგებებს გამორიცხავს
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მაკა გვარამია ცენტრის მისამართით ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს. როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მაკა გვარამიამ განაცხადა, საუბარია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მფლობელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, თითქოს, ცენტრის ხელმძღვანელობა სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებაშია შესული და პაციენტები მხოლოდ მათთან გადაჰყავთ. „ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასაშუალებებით ძალიან აქტუალურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოსდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა კონკრეტულ კლინიკებთან არის გარიგებული და პაციენტების შეყვანა მხოლოდ ამ კლინიკებში ხდება, რაც აბსოლუტური სიცრუეა“, - აღნიშნა მაკა გვარამიამ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთადერთ არგუმენტად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა მოყვანილი, რომელიც მთლიანად, ქვეყანაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემას ეხება და 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს. „მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ ერთადერთი რამ - ეს არის აუდიტის დასკვნა, რომელიც 2014-2015 წლების დასკვნაა და მოიცავს არა მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე გაკეთებულ რჩევებს, არამედ ეს არის ზოგადად, სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მისაღებია და ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას ვიწყებთ“, - განაცხადა მაკა გვარამიამ. რაც შეეხება უკმაყოფილო სამედიცინო დაწესებულებების ბრალდებებს, თითქოს, მათ პაციენტთა ნაკადი უმცირდებათ, გვარამიას თქმით, ეს აბსოლუტური სიცრუეა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის შემხვედრი საჭიროებების გათვალისწინებით ხდება. „რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, თითქოს, ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჰოსპიტალური სექტორი ფართოდ განვითარდა და კლინიკების რაოდენობამ იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემო შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტების კლინიკებში გადაყვანას კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიებისა და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით ახორციელებს“, - განაცხადა მაკა გვარამიამ. თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცილისმწამებლური განცხადებები ცენტრში დასაქმებული ექიმების ღირსებას ლახავს, რომლებიც მოქალაქეთა დასახმარებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)