|
2018-02-10 18:30:18, 2224 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე წიგნის - „თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვაში“ პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის საკრებულოში წიგნის - „თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. წიგნი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ბადრი ქუთათელაძის ავტორობითა და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გამოიცა. დედაქალაქის მერმა გამოცემის ავტორს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ წიგნი ყველა იმ ძეგლს ასახავს, რომელიც დედაქალაქშია განთავსებული. „დღეს აქ შეკრებილი იყო კულტურის, ხელოვნების წარმომადგენლები - ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს და დღესაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ თბილისის მერიამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ კულტურისა და ხელოვნების მიმართულება აირჩია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას სიღრმისეულად და ვრცლად მივაწოდოთ ჩვენი კულტურის მრავალფეროვნების შესახებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენი ქვეყანა საუკუნეებია დგას და რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 430-გვერდიან გამოცემაში დედაქალაქში განთავსებული ყველა ძეგლი, ქანდაკება და მონუმენტია შესული.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)