|
2018-02-10 10:44:03, 1781 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გამართა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გამართა. დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ სტუმრებს თბილისის მერმა ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და პირველი ეროვნული უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საზეიმო საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მინდა, მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი სახელმწიფო უნივერსიტეტს და წარმატება ვუსურვო მის ყველა კურსდამთავრებულს. თუ გადავხედავთ ბოლო 100 წლის ისტორიას, არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ეროვნულ საკითხებს შეეხებოდა და უნივერსიტეტსა თუ სტუდენტებს თავისი მოსაზრება არ დაეფიქსირებინათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის დაფუძნებულია საერთო ეროვნულ ფასეულობებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. საიუბილეო საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)