|
2018-02-08 21:01:24, 1985 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ „იმედი“, „რუსთავი 2“ და „იბერია“ დააჯარიმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედი", შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" და შპს „იბერია ტვ" „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააჯარიმა. კომისიამ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5% ოდენობის ნაცვლად - 0.1% დააკისრა, რაც „ტელეიმედის" შემთხვევაში 25748 ლარი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2"-ის შემთხვევაში 31683 ლარი და „იბერია ტვ"-ის შემთხვევაში 3394 ლარია. „სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიამ 14-22 დეკემბერს ჩაატარა. მონიტორინგისას აღნიშნული ტელეკომპანიების მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების" დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა“, - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებლის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, შესაბამისად განმეორებითი დარღვევის გამო, ამჯერად კომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ. კომისიამ მსჯელობისას აღნიშნა, რომ მაუწყებლების დაჯარიმება კომისიის მიზანს არ წარმოადგენს და კომისიის ამოცანაა ტელეკომპანიებმა დაიცვან კანონი და ანალოგიური დარღვევების პრევენცია მოახდინონ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)