22:37 - 15 Aug, 2026
|
2018-02-08 18:16:18, 1984 ნახვა
საზოგადოება
დირექტორის ინფორმაციით, სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეს, მცირე დაზიანებები აქვს მიყენებული
ნაძალადევში მდებარე კერძო სკოლა „ლამპარის“ დირექტორის, დარეჯან ქადაგიძის ინფორმაციით, მათი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, მცირე დაზიანებები აქვს მიყენებული. როგორც დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაპირისპირებაში მათი სკოლის სხვა მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ. "მე-10 კლასელი არის ჩვენი მოსწავლე, რომელმაც, როცა გამოვკითხე რა მოხდა და ვინ დაგარტყა თქო, მითხრა - არ ვიციო, ძალიან ბევრი ბიჭი იდგა, რაღაც გარჩევა იყო და მეც ხელი მომხვდაო. როგორც მან მითხრა, ამ ფაქტს უბრალოდ შეესწრო. მეგონა, რომ ჩემი რამდენიმე მოსწავლე იყო იქ და გავარკვიე, რომ ჩემი არც ერთი მოსწავლე დაპირისპირებაში ჩართული არ იყო", - განაცხადა კერძო სკოლის დირექტორმა. ცნობისთვის, ნაძალადევის რაიონში სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)