|
2018-02-08 12:20:21, 1837 ნახვა
საზოგადოება
მტრედი ბარათის მეათე გათამაშების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
მტრედი ბარათის მეათე გათამაშება 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე გამორჩეულად ემოციურად ჩატარდა - გამარჯვებულები სიხარულს დაუფარავად გამოხატავდნენ. ასეთივე ხალისიანი განწყობა იყო პრიზების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზეც, რომელიც 7 თებერვალს "ავერსის" ოფისში გაიმართა. პრიზები შთამბეჭდავი გახლდათ: 5 იღბლიან მომხმარებელს 10 000 ლარი გადაეცა, ასევე ერთ იღბლიანს 25 000 ლარი. ხოლო ყველაზე ყველაზე იღბლიან ავერსის მომხმარებელს კი და მთავარი პრიზი - 50 000 ლარი. მტრედი-ბარათის მფლობელებისთვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს შედგა. დღემდე პროექტის ფარგლებში 1 336525 ლარის ოდენობის თანხა გაიცა. გათამაშდა 91 ძირითადი და 39104 მომენტალური პრიზი. კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე თავად შეხვდა გამარჯვებულებს და საჩუქრებიც მან თავად გადასცა: - "ჩვენს სააფთიაქო ქსელს, საბედნიეროდ, ადამიანები მხოლოდ მედიკამენტის შესაძენად არ სტუმრობენ. აქ მოვლის, ჰიგიენის, კოსმეტიკური საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მომხმარებელი საკუთარი ან ახლობლის ჯანმრთელობის პრობლემების გამო გვაკითხავს. სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ამ ადამიანებს სიხარული მივანიჭოთ, სიურპრიზებით გავახაროთ და გავახალისოთ ისინი. ყველაზე იღბლიანები კი სოლიდური თანხით დავაჯილდოვოთ " - აღნიშნა ბატონმა პაატამ.
- ნებისმიერი ბაზრისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემატურად იყოს მომხმარებელთა დაინტერესების სხვადასხვა შესაძლებლობა - აქციები, სიურპრიზები. ბოლო დროს პოპულარული გახდა გათამაშებები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოსცადოს საკუთარი იღბალი. რამდენიმე წელია, რაც "ავერსი" "მტრედი ბარათის" მფლობელთათვის წამახალისებელ გათამაშებას ატარებს. ეს გახლავთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული დახმარებაც გავუწიოთ მომხმარებელს და, იმავდროულად, წავახალისოთ ლოიალურად განწყობილი ადამიანები" მეათე გათამაშების პრიზიორების ვინაობას გაგაცნობთ. 10 000 ლარის მფლობელები არიან: * გიორგი ვარდოსანიძეს - 40 წლის, ქუთაისის მკვიდრი; * მალხაზ კვეზერელი - გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოდან, 33 წლის მეურნე. * ზვიად ზარქუა - თბილისის მკვიდრი, 47 წლის, ყოფილი სპორტსმენი. * ნათია კირთაძე - ხონის რაიონის სოფელ ზედა გორდიდან. 41 წლის გაყიდვების მენეჯერი. * ლეილა გოლეთიანი - ცაგერის რაიონის სოფელ საირმეს მკვიდრი, 66 წლის პენსიონერი.
- "ერთადერთი ბილეთი მქონდა. გათამაშებას პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალყურს და გამარჯვებამ იმდენად დიდი სიხარული მომანიჭა, რომ ემოციის გადმოცემაც კი მიჭირს. მადლიერება მინდა გამოვთქვა "ავერსის" მიმართ, რომელიც უდავოდ ძალიან წარმატებული, მოწესრიგებული და თანამედროვე კომპანიაა. დიდი მადლობა "ავერსს", სიკეთის ასე ლამაზად კეთება რომ შეუძლია" - აღნიშნა ქალბატონმა ლეილამ. 25 ათასი ლარი წილად ხვდა 58 წლის ქალბატონს, თბილისის მკვიდრს ნანული ბაინდურაშვილს. როგორც ქალბატონმა ნანულიმ გვითხრა, მისი შვილი სამკურნალოდ საფრანგეთში იმყოფება: - "უამრავი ბილეთი მქონდა, 170-ზე მეტი... გათამაშებაში თანხის მოგება ჩემთვის საჩუქარი კი არა, ნამდვილი ღვთის წყალობა იყო. ეს ჯილდო უფალმა თითქოს ციდან "ავერსის" ხელით მომივლინა. დიდი მადლობა ამ შესანიშნავ კომპანიას სიკეთისთვის და სიხარულისთვის, რასაც ყოველდღიურად ჩუქნის ადამიანებს". მთავარი პრიზის - 50 ათასი ლარის მფლობელი გახდა ხონის რაიონის სოფელი ქუტირის მკვიდრი, 53 წლის დიასახლისი რუსუდან ნიკურაძე. - "12 ბილეთი მქონდა. სამი შვილის დედა ვარ. დიდი ოჯახი გვაქვს და იმდენად ემოციურად შევხვდით მოგებას, რომ პირდაპირ ეთერში აჟიოტაჟი შევქმენით... ეს განწყობა დღემდე მოგვყვება... "ავერსის" მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ კეთილგანწყობას განვიცდიდით, თუმცა, ამ გათამაშების შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ჩვენი ოჯახისთვის ეს კომპანია ნამდვილ სასწაულად იქცა". "ავერსი" კვლავაც განაგრძობს ტრადიციად ქცეულ პროექტს და ერთგულ მომხმარებელს - მტრედი-ბარათის მფლობელებს უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს სთავაზობს.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)